აქტუალური
ზალკალიანი: „მიხეილ სააკაშვილის სახელი არც ერთ შეხვედრაზე არ თქმულა“

davit_zalkaniani-aktსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის რჩევას ექსპრეზიდენტის დევნის შეწყვეტის თაობაზე, არასერიოზულს უწოდებს.

ეს არის მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვესწრებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ყველა შეხვედრას, მიხეილ სააკაშვილის სახელი არც ერთ შეხვედრაზე არ თქმულა. უფრო მეტიც, არანაირი დემარშები არ ყოფილა არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც აქაური საელჩოს მხრიდან. ამიტომ ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მყარად ასრულებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. საქართველოს პრემიერის ყველა ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, დავით ზალკალიანის თქმით, ეს არის სრული სისულელე და მსგავსი რამ არ ყოფილა.