სამართალი
შსს-ში კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
kiber-samart-2საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველო-ესტონეთის ერთობლივი პროექტის „შსს-ს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი 2012 წლის სექტემბრიდან ხორციელდება და ესტონეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტები და ტრენინგები განხორციელდა, ასევე მომზადდა სახელმძღვანელო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.