სამართალი
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში ამავე რაიონების სხვადასხვა სოფელში მცხოვრებმა ცხრამეტმა მოქალაქემ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა 3987 საბრძოლო ვაზნა, 10 ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა სახეობის 227 ცალი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი (დაწვრილებით წაიკითხეთ საიტზე www.police.de)
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1 ნაწილით).