საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თომას მელიას უმასპინძლა
საქართველო, 24 აპრილი.
საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე
თომას მელიას საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ,
თომას მელიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული საქართველოსი, როგორც წარმატებული, სტაბილური, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსი.
სამუშაო ვახშამს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ზალკალიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
ნინო კობახიძე, პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში
თამარ ჩუგოშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში
რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.