აქტუალური
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული საქართველოში დაბრუნდა. შავნაბადას ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის საერთაშორისო მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ 8 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამავე ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონია ბაზა „ფენიქსზე“ ერთი კვირის წინ გაიმართა.