პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მეწარმეობა საშუალო განათლების სისტემაში სავალდებულო საგანი გახდება

iniciativa-polit-1საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. სტრატეგიული დოკუმენტი სახელწოდებით შექმენი მომავალი მთავრობის მეთაურის დავალებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა და ის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

სტრატეგიის თანახმად, პროექტი თავდაპირველად საპილოტე იქნება და საქართველოს მასშტაბით 2014-2015 სასწავლო წლიდან 100 სკოლაში განხორციელდება.

პროექტის განხორციელებას ერთობლივად უზრუნველყოფენ განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. მეწარმეობა სკოლებში დღემდე არჩევითი საგანი იყო, თუმცა, საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი სავალდებულო გახდება და მოსწავლეები XI კლასში, კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამეწარმეო განათლების შედეგად მოსწავლეები მეტ ცოდნას მიიღებენ და გამოუმუშავდებათ უნარები, რათა მომავალში თავად გახდნენ მეწარმეები და ადამიანები დაასაქმონ.