აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „თუ შეხვედრა პუტინთან შედგება, საკითხი უნდა ეხებოდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც განსახილველი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან”

vstreCa-aqtual-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. „რამდენადაც ეს იყო პრეზიდენტ პუტინის რეპლიკა, შემდგომაც, ალბათ, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო იმ საკითხებზე საუბარი. ასეთ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა... არ ყოფილა ამ საკითხზე არავითარი საუბარი არც ჩვენი მხრიდან...

...მე მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც მოხდა უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრა მომზადდეს და შეხვედრის მომზადება არის ძალიან სერიოზული სამუშაოს ნაწილი. ჯერჯერობით ასეთი სამუშაო არ დაწყებულა.

რაც შეეხება შეხვედრის დაგეგმვის შემთხვევაში რა თემებზე შეიძლება წარიმართოს საუბარი, ეს თემები ეხება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ გვაქვს ორი ფორმატი, ეს არის პრაღის ფორმატი და ჟენევის ფორმატი, რომლებშიც მიმდინარეობს საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დეტალებზე. ბუნებრივია, ეს შეხვედრა უნდა ეხებოდეს უფრო მნიშვნელოვანსა და მტკივნეულ თემებს. თუ ასეთი შეხვედრა შედგება, საკითხი უნდა ეხებოდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც განსახილველი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვება “ცხრიანში” სტუმრობისას.