საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომა მიულოცა

premierma-sazogad-2საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი.
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
წელს ყველა ქრისტიანი,მთელი ქრისტიანული სამყარო ერთად აღნიშნავს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ესდღე ქრისტიანებისთვის სიკვდილზეგამარჯვებისდა მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება.

ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც რწმენითა და სიხარულით გვავსებს.

ვუერთდები თითოეული ქრისტიანის სიხარულს. იმედების გამართლებას, ბედნიერ ხვალინდელ დღეს, სიკეთეს, სულიერ სიძლიერესა  და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

ქრისტე აღდგა!

ირაკლი ღარიბაშვილი