აქტუალური
პუტინი: “ნატოს გენმდივანმა ბატონმა რასმუსენმა, როცა ის ჯერ კიდევ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, ჩემთან შეხვედრაზე, რომელიც თვითონ ითხოვა, დიქტოფონი მოიტანა, ჩვენი საუბარი ჩუმად ჩაიწერა, მერე კი პრესაში გამოაქვეყნა...”

aktu-2-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” ექსპერტ გაბორ შტირის შეკითხვას “არ გეშინიათ, რომ აშშ დიდი ხნით გაუფუჭებს რუსეთს ევროპასთან ურთიერთობას?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ევროპასთან, დასავლეთის ქვეყნებთან, მე უკვე ვთქვი, აქ ნდობის საკითხი წამოჭრეს და, კაცმა რომ თქვას, ახლა თქვენც ამაზე თქვით. იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკვანძო საკითხია - ნდობა პიროვნებათაშორის დონეზეც და სახელმწიფოთაშორის დონეზეც. იცით, ახლა რა მომდის თავში? ნატოს ახლანდელი გენმდივანი ბატონი რასმუსენი ოდესღაც დანიის პრემიერ-მინისტრი იყო. შესანიშნავი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხი. დანიასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მიგვაჩნდა, იმედი მაქვს, ასეც იქნება. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო (ეს შეხვედრა თვითონ მთხოვა, ის დაგეგმილი არ ყოფილა, მე დავთანხმდი, შევხვდით და ვისაუბრეთ) მან, თურმე, დიქტოფონი მოიტანა, ჩვენი საუბარი ჩუმად ჩაიწერა, მერე კი პრესაში გამოაქვეყნა. საკუთარ ყურებს და თვალებს ვერ ვუჯერებდი. რაღაც სისულელეა, გესმით? მან ეს იმით ახსნა, რომ ეს საუბარი ისტორიისთვის ჩაიწერა. მაგრამ თუ ისტორიისთვის იწერდა რა თქმა უნდა, ნასიამოვნები ვარ, მაგრამ ხომ უნდა გავეფრთხილებინე მაინც, ანდა ამ საუბრის გამოქვეყნების ნებართვა ეთხოვა. რა ნდობა შეიძლება გაჩნდეს ასეთი ინციდენტების მერე?”