აქტუალური
პუტინი: “ორმაგი სტანდარტებით მიდგომები ყოველთვის იმედს გვიცრუებს. რა გამოდის? რომ ისე მოქმედება, როგორც შეერთებული შტატები მოქმედებს იუგოსლავიაში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, მათთვის შეიძლება, რუსეთს კი საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება არა აქვს?!”

aktu-1-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” ექსპერტ ნიკოლაი პეტროს შეკითხვას “როგორ შეიძლება დაკარგული ნდობის აღდგენა? რომელ კონკრეტულ ნაბიჯებს შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე, რომ აშშ და რუსეთი მსოფლიო პრობლემების გადაჭრაში მეტოქეები კი არა, რეალური მოკავშირეები გახდნენ?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“ორმაგი სტანდარტებით მიდგომები, ისინი ყოველთვის იმედს გვიცრუებს. რა გამოდის? რომ ისე მოქმედება, როგორც შეერთებული შტატები მოქმედებს იუგოსლავიაში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, მათთვის შეიძლება, რუსეთს კი საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება არა აქვს?! მე ხომ მოვიტანე კოსოვოს მაგალითი, ის იმდენად აშკარაა და გასაგები ყველაზე რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც პოლიტიკით არ არის დაკავებული - არა, ყველაფერი სრულიად სხვა მხარეს ვითარდება, ამ პოზიციაში არანაირი ლოგიკა არ არის, აბსოლუტურად არანაირი.

...ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე დამთავრდა, ეს დამთავრდა მაშინვე ლიბიის მოვლენების შემდეგ. მაშინ ხომ პრეზიდენტმა მედვედევმა - დიმიტრი ანატოლის ძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა - მხარი დაუჭირა დასავლელ პარტნიორებს და მხარი დაუჭირა ლიბიის შესახებ რეზოლუციას. მაგრამ რას ამბობდა ეს რეზოლუცია? ის ლაპარაკობდა ლიბიის მთავრობის საბრძოლო ავიაციის ფრენების დახურვაზე.

რეალურად სადამდე მიგვიყვანა ამან? ტერიტორიაზე დარტყმებამდე, თავად კადაფის დამხობამდე, მის მკვლელობამდე, შემდეგ შეერთებული შტატების ელჩის მკვლელობამდე და ქვეყნის დაშლამდე. აი, სწორედ აქედან ჩნდება უნდობლობა. აი, ამით დამთავრდა მაშინ “გადატვირთვა”...”.