საზოგადოება
პუტინი: “ნაწილობრივ უკრაინის დღევანდელი ტერიტორიები ჩეხოსლოვაკიაში იყო, ნაწილობრივ - უნგრეთში, ნაწილობრივ - ავსტრიაში, ავსტრია-უნგრეთში, ნაწილობრივ - პოლონეთში, და არსად და არასოდეს ისინი ამ ქვეყნების სრულფასოვანი მოქალაქეები არ ყოფილან!”

obs-2-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

მწერალ სერგეი ლუკიანენკოს შეკითხვას “შეგვიძლია თუ არა დავარწმუნოთ დასავლეთი, რომ მოგვისმინოს და ესმოდეს ჩვენი?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“უკრაინა - მრავალტანჯული მიწაა, ეს რთული თანასაზოგადოებაა, და მრავალტანჯული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შეხედეთ, იქ ხომ, სადაც დღევანდელი ნაციონალიზმი ყვავის და ნეონაციზმიც კი აღორძინებას განიცდის, რა არის ეს: ეს უკრაინის დასავლეთი ნაწილებია, - და თქვენ ხომ კარგად იცით ამ ტერიტორიის, ამ მიწის და ამ ადამიანების ისტორიული წარსული. ნაწილობრივ დღევანდელი ტერიტორიები ჩეხოსლოვაკიაში იყო, ნაწილობრივ - უნგრეთში, ნაწილობრივ - ავსტრიაში, ავსტრია-უნგრეთში, ნაწილობრივ - პოლონეთში, და არსად და არასოდეს ისინი ამ ქვეყნების სრულფასოვანი მოქალაქეები არ ყოფილან. იცით, ადამიანებში შიგნით ყოველთვის რაღაც მწიფდებოდა. დღეს ვიღაცას ეჩვენება, რომ სწორედ ამ გარემოებების გამო, ოდესღაც ამ ტერიტორიების ევროკავშირის დღევანდელი ქვეყნებისადმი კუთვნილების გამო, ეს მათ რაღაც განსაკუთრებული ევროპული შინაარსით ავსებს. ის, რომ ისინი ამ სახელმწიფოებში მეორეხარისხოვანი ადამიანები იყვნენ, თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ ისტორიულ მეხსიერებაში, ქერქის ქვეშ, სადღაც იქ, ღრმად სულში, ეს დამარხულია, გესმით? აქედან არის, ჩემი აზრით, აქ ამ ნაციონალიზმის სათავეები.”