საზოგადოება
მენინგოკოქცემიის შედეგად ჩვილი გარდაიცვალა

chvili-saavadmმენინგოკოქცემიის შედეგად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა.
ახალშობილი უმძიმეს მდგომარეობაში კასპის რაიონიდან გადმოიყვანეს და ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მენინგოკოქცემიის მეთოთხმეტე შემთხვევა იყო.