საზოგადოება
პუტინი: “რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს უფლება მისცა, უკრაინაში შეიარაღებული ძალები გამოიყენოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ უფლების გამოყენება არ მომიწევს...”

obs-1-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

ირკუტსკიდან ტელეფონით დასმულ შეკითხვას “გეგმავთ თუ არა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეზღუდული კონტინგენტის შეყვანას რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“პირდაპირ უნდა ითქვას, ყირიმის ეროვნული, ეთნიკური შემადგენლობა მაინც განსხვავდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთისგან. აი, ეს ტერიტორიები, ამის შესახებ ახლახან ვთქვი, უკრაინის შემადგენლობაში 20-იანი წლების შუაში გადაეცა, და მერე 1954 წლამდე, როდესაც უკვე რატომღაც ყირიმი მისცეს უკრაინას. ეთნიკური შემადგენლობა იქ დაახლოებით 50 50-ზეა. და მე უკვე ვილაპარაკე იმაზე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნებაზე მიღებული იქნა მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით. როდესაც მე ვნახე შედეგები, როდესაც მე დავინახე, რომ პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა მხარს უჭერს, ვიმეორებ, სხვა არჩევანი არც კი გვქონდა და სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა. რა სიტუაციაა აქ, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ ამ ადამიანებს თავისი უფლებების დაცვაში და საკუთარი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრაში. აი, ამისათვის ვიბრძოლებთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს უფლება მისცა, უკრაინაში შეიარაღებული ძალები გამოიყენოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ უფლების გამოყენება არ მომიწევს და რომ ჩვენ პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით მოვახერხებთ უკრაინაში ყველა დღევანდელი მწვავე, რომ არ ვთქვათ უმწვავესი, პრობლემის გადაჭრას.”