პოლიტიკა
პუტინი: “ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო სახეს იცვლის, უფრო პოლიტიკური ორგანიზაცია ხდება, მაგრამ მე-5 მუხლი არავის გაუუქმებია, ეს მუხლი კი სწორედ სამხედრო ურთიერთმხარდაჭერას ეხება"

pol-3-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

კინორეჟისორ კარენ შახნაზაროვის შეკითხვას “ბოლო 10 წელია ჩვენ ისე გარკვეულად და აქტიურად ვუახლოვდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, და ჩანს, რომ ეს მოძრაობა ორმხრივია. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში შესაძლებელია კი ამ დაახლოების გაფორმება კონკრეტულ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირად?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“ჩემი აზრით, მსოფლიოს ბლოკურმა სისტემამ თავისი თავი დიდი ხანია ამოწურა. ნატო ოდესღაც საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკის საპირწონედ შეიქმნა. ამის პასუხად შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულება. შემდეგ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ნატო კი დარჩა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის სახეს იცვლის, უფრო პოლიტიკური ორგანიზაცია ხდება, მაგრამ მე-5 მუხლი არავის გაუუქმებია, ეს მუხლი კი სწორედ სამხედრო ურთიერთმხარდაჭერას ეხება. ვის წინააღმდეგ არის მიმართული ნატოს ქმედებები, საით ფართოვდება ის ჩვენი საზღვრებისკენ, რისთვის?

ახალი ბლოკების შექმნა? არ ვიცი, ამაზე არ გვიფიქრია. მაგრამ ის, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას გავაფართოებთ, აშკარაა. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა შეერთებულ შტატებთან 27, 5-ია (მილიარდი), ჩინეთთან კი - 87 მილიარდი: 87 მილიარდი, და ის მუდმივად იზრდება. და ჩინეთიც თანდათან, ექსპერტებმა ეს უკვე კარგად იციან, ეკონომიკური თვალსაზრისით სახელმწიფო ნომერი ერთი ხდება, საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის: 15, 20, 25  წლის შემდეგ? მაგრამ ყველა უკვე იქიდან გამოდის, რომ ეს გარდაუვალად მოხდება”.