პოლიტიკა
პუტინი: “ეს ყველაფერი სისულელეა! უკრაინის აღმოსავლეთში არ არიან არანაირი რუსული ქვედანაყოფები, არ არიან სპეცსამსახურები, არც ინსტრუქტორები. ეს სულ ადგილობრივი მოქალაქეებია!”

pol-2-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

წამყვანის შეკითხვას “რას უპასუხებთ განცხადებებს, რომლებიც დასავლეთში და კიევში გაისმის იმის შესახებ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში გამოსვლების უკან რუსეთი დგას, ამას “მოსკოვის ხელი” აწყობს და აფინანსებს? მეტიც, ამტკიცებენ, რომ იქ რაღაც რუსული ქვედანაყოფები მოქმედებენ?” - რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

“ეს ყველაფერი სისულელეა! უკრაინის აღმოსავლეთში არ არიან არანაირი რუსული ქვედანაყოფები, არ არიან სპეცსამსახურები, არ არიან ინსტრუქტორები. ეს სულ ადგილობრივი მოქალაქეებია. და ამისი საუკეთესო მტკიცებულება ის არის, რომ ადამიანებმა, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნიღბები ჩამოიხსნეს. ჩემს დასავლელ პარტნიორებსაც ვუთხარი: “მათ წასასვლელი არსად აქვთ, ისინი არსად წავლენ, ისინი ამ მიწის პატრონები არიან, და საჭიროა მათთან ლაპარაკი””.