პოლიტიკა
პუტინი: “ადამიანები ოლიგარქებს ისედაც დიდი ეჭვით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათ თავიანთი მილიარდები ხალხის ექსპლუატაციით და სახელმწიფოს გაქურდვით იშოვეს, ახლა კი ისინი, თანაც, ადმინისტრატორებად, მთელი რეგიონების ხელმძღვანელებად გამოგზავნეს!”

pol-1-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

წამყვანის პირველ შეკითხვას “როგორ აფასებთ იმას, რაც ახლა, დღეს, ამ წუთებში ხდება ლუგანსკის, დონეცკის ოლქებში?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებთან დიალოგი გაემართათ. გუბერნატორების, რეგიონების ხელმძღვანელების ადგილებზე კიევიდან საკუთარი დანიშნულები გამოგზავნეს. ესენი არიან ადგილობრივი ოლიგარქები, მილიარდერები. ადამიანები ოლიგარქებს ისედაც დიდი ეჭვით უყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათ თავიანთი მილიარდები ხალხის ექსპლუატაციით და სახელმწიფოს გაქურდვით იშოვეს, ახლა კი ისინი, თანაც, ადმინისტრატორებად, მთელი რეგიონების ხელმძღვანელებად გამოგზავნეს! რა თქმა უნდა, ამან დამატებითი უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხმა თავიანთი გარემოდან ლიდერების წამოყენება დაიწყო. როგორ მოექცა ხელისუფლება ამ ლიდერებს? ყველა ციხეში ჩასვა. და ეს იმ ფონზე, რომ ნაციონალისტური ფორმირებები არ განიარაღდებიან, არამედ პირიქით, უფრო და უფრო იმუქრებიან აღმოსავლეთში ძალის გამოყენებით. აღმოსავლეთში ადამიანებმა თვითონ დაიწყეს შეიარაღება. და ნაცვლად იმისა, რომ გაეცნობიერებინათ, რომ უკრაინის სახელმწიფოში რაღაც ურიგო ხდება და დიალოგის გამართვა ეცადათ, კიდევ უფრო მეტად დაიწყეს ძალის გამოყენებით დამუქრება და იქამდე მივიდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ტანკები და ავიაცია მიუშვეს. ეს კიევის დღევანდელ ხელისუფალთა კიდევ ერთი ძალიან სერიოზული დანაშაულია.”