სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული 1,7 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით 1,24 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად პაატა მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.