საზოგადოება
ლაპარაკი საქმის ნაცვლად

Ckaliუმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმე მოქალაქეთა თვალის ასახვევადაა. ამის ნათელი მაგალითია დედაქალაქში მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე გზის საფარის მოწესრიგება. კორპუსებში შესასვლელი გზა კი კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს და დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს. ერთ-ერთია დავით ბაქრაძის ქუჩა, რომელიც წერეთლის ქუჩის პერპენდიკულარულია.

საქინფორმს ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებმა თხოვნით მოგვმართეს, რომ მათი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მერიამდე მივიტანოთ. ,,წვიმის დროს საშინელი ტალახია. ორმოებში, რომლებიც გზაზეა, წყალი გროვდება და შეუძლებელია ფეხით მოსიარულეთათვის გავლა, მანქანებსაც დისკომფორტი ექმნებათ ამ გზაზე მოძრაობით,’’ - აცხადებენ საქინფორმთან საუბარში თბილისელები. საქინფორმი დედაქალაქის მერიის პრესამსახურს დაუკავშირდა. მათ გვიპასუხეს, რომ ბაქრაძის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაციის გეგმა პროექტში ზის და უახლოეს მომავალში განხორციელდება.