სამართალი
მოქალაქეებმა ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

iaraRiსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სოფელ დილისკაში მცხოვრებმა, 1968 წელს დაბადებულმა სურიკ -, სოფელ ოკამში მცხოვრებმა, 1975 წელს დაბადებულმა მერაბ - და სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გაგიკ - წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: გადაჭრილი სანადირო თოფი, „ეფ-1“ ტიპის 2 ხელყუმბარა, „ერ-გე-42“ ტიპის 1 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 18 საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტე“-ს სისტემის 1 ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნით, 400 გრ ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, „ა-კა-ეს“-ის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1 ნაწილით).