რელიგია
ილია მეორე: „ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უმცირესობების უფლებები, მაგრამ ვინ დაიცავს უმრავლესობას?”

iliaსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უმცირესობების უფლებები, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა, "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერის, ადამიანისა და საკუთარი სულის წინაშე".

„ქართველ ხალხს დაიცავს უფალი, უფალი გადააფარებს თავის კალთას და ჩვენ შევთხოვთ უფალს, წყალობას ნუ მოაკლებს საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.