აქტუალური
საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში 94-ე ბაგა-ბაღს ეწვია და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
აღსაზრდელების რაოდენობიდან გამომდინარე, ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობა დამატებითი ჯგუფის გახსნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ბაღში 102 აღსაზრდელია. ოთახების სიმცირის გამო, ჯგუფში 35 ზე მეტი ბავშვია. მოსაწესრიგებელია ბაღის ინფრასტრუქტურაც.დავით ნარმანიას თქმით, მომავალ თაობაზე ზრუნვას მის საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
„ბოლო წლებში ბევრი ბაღი გაუქმდა. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ სადაც არ არის ბაღები ან შესაკეთებელია, გაიხსნას და შეკეთდეს ისინი. ვიზრუნებთ, რომ არსებობდეს შესაბამისი სტანდარტები კვების რაციონთან და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნარმანიამ.