პრემიერი ღარიბაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არსად აპირებს წასვლას“
საქართველო, 17 აპრილი,
საქინფორმი. პრემიერმა
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა
ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით მოარულ ხმებზე. პრემიერის თქმით, აღნიშნულ ჭორს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას. ის საქართველოდან არ წასულა მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო სახიფათო. ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, საუბარი და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოს დატოვებას, მე მგონი, ძალიან გადაჭარბებული და დიდი სისულელეა. ამას ავრცელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა რეიტინგი დაახლოებით 7 პროცენტია. სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ 7 პროცენტამდე დაეცა მათი რეიტინგი", - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.