გიორგი გეგეჭკორი: „მერობის კანდიდატებს 26 აპრილს წარმოგიდგენთ“
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. კოალიცია "ქართული ოცნება" თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს 26 აპრილს დაასახელებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა
გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.
"დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში. რაც შეეხება შტაბებს, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, ყველა შტაბი ამოქმედებულია. თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს კი 26 აპრილს წარმოგიდგენთ", - აღნიშნა გეგეჭკორმა.