IRI: არჩევნებზე მესამე ადგილს არასაპარლამენტო ოპოზიცია დაიკავებს
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. IRI-ს კვლევის მიხედვით, თბილისის მერის პოსტზე მოსახლეობის
41% არჩევნებზე მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს,
15% - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს,
11% - არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს, ხოლო
6% - ნინო ბურჯანაძის ბლოკის კანდიდატს.
გამოკითხვაში არ არის მითითებული კანდიდატთა სახელები, თუმცა ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობაზე კენჭს დავით ნარმანია იყრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ნიკა მელია, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, ნინო ბურჯანაძის გაერთიანება კი თავის კანდიდატს მომავალ პარასკევს დაასახელებს.