„თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირდნენ
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. გუშინ, 15 აპრილს, პარტიები
„თავისუფალი საქართველო“ და
„ახალი მემარჯვენეები“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირდნენ.
პარტიები მომავალში შექმნიან ერთიან საარჩევნო ბლოკს - „არასაპარლამენტო ოპოზიციას“, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება N1, ხოლო ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატად უკვე დასახელდა კახა კუკავა.