აქტუალური
„ შეთანხმების მიხედვით, ცოდნის ფონდს 2013 წლის 24 დეკემბრამდე აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რისი გარანტიაც უნივერსიტეტის თანხა, 400 000 ლარია.
14 აპრილს უნივერსიტეტში ეკონომიკის სამინისტროს წერილი შემოვიდა, სადაც უწყება სასწავლებელს 400 000-ლარიანი გარანტიის გაგრძელებას უკანონოდ სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო თანხის სრულად ჩამოჭრით ემუქრება. საგარანტიო ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს, რადგან ფონდმა ამ დროის განმავლობაში მიზნობრივად არა 8 მილიონი, არამედ 11 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა...“
„სამწუხაროდ, ეს მორიგი პოლიტიკური შეტევაა უნივერსიტეტზე. სამინისტრომ გამოიჩინა გულგრილობა, გაექცა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და არ დაადასტურა უნივერსიტეტის მხრიდან შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება. თუმცა, საკუთარი ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად სასწავლებელს იმ თანხის წართმევას უპირებს, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას ხმარდება და, შესაბამისად, ჩამოჭრის შემთხვევაში აუცილებლად აისახება უნივერსიტეტის საქმიანობაზე“, - აცხადებს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.