პოლიტიკა
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დღეს იგი სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ წარადგინა.
2011 წელს ელგუჯა ხოკრიშვილი იყო „GOPA კონსალტინგის“ (გერმანია) ექსპერტი, ასევე - 2010-2011 წლებში მუშაობდა კონსულტანტად პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფში (ვანკუვერი, კანადა), პროექტების მმართველად ბერლინის უნივერსიტეტში.
ხოკრიშვილს გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.