საზოგადოება
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წლის იანვრიდან ოთარ დანელია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, 2013-2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მინისტრის პირველი მოადგილე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.