საზოგადოება
დეკლარირების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი

1-deklarireba-saz-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე – rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა“.

მათივე ცნობით, აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დაბრუნებული თანხის ოდენობის შესახებ.

განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.

შემოსავლების სამსახურის პროგნოზით, დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს და, 500 ათასის ნაცვლად, დაახლოებით 600 ათასი შეადგინოს.