საზოგადოება
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 53-ე საჯარო სკოლაში ერთკვირიანი პროტესტი შეწყდა და სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც სასწავლო ნაწილის გამგე შორენა გამყრელიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით პედაგოგებმა მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. ხოლო რაც შეეხება გაცდენილ საათებს, გამყრელიძის ინფორმაციით, ეს საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა გახარია უკვე სკოლაში იმყოფება. იგი პედაგოგებს სრულ თანამშრომლობას სთავაზობს.გაკვეთილებისა და სასწავლო პროცესის განახლებისკენ მოუწოდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს გათავისუფლებულმა დირექტორმაც.
ამასთანავე, მარიამ რამინაშვილი სასამართლოში ჩივის. ყოფილი დირექტორი თანამდებობაზე დაბრუნებას და იმ დასკვნის გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლეს.
53-ე სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების გაფიცვა ერთ კვირას გაგრძელდა, ისინი სკოლის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სკოლის ეზოში აქციებს მართავდნენ.