სამართალი
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 125 საბრძოლო ვაზნა, ფეთქებადი ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 6,8337 კგ ტროტილი და 10,65 გრ გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.