სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საურავები მცირდება

1-shss-sam-1საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა წარადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელშიც გაიწერა საურავების დაკისრების ახალი მექანიზმი, კერძოდ, თუ პირი  არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მაგალითისთვის, ახალი ინიციატივის მიხედვით, 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით.  საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ხელს შეუწყობს თანაზომიერების პრინციპის განმტკიცებას და ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას (დაწვრილებით იხ. Police.ge).

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100  ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.