აქტუალური
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა დავით ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ელგუჯა ხოკრიშვილის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილს ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.ელგუჯა ხოკრიშვილი დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარე იყო. იგი არის პოტსდამის უნივერსიტეტის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, ეკონომიკის ბაკალავრი. მუშაობდა კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარედ, ასევე ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის მკვლევარი მეცნიერი, გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.