აქტუალური
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. სამუშაო ლანჩს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.მომავალ კვირას საქართველოს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან, რის შემდეგაც დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის ვიზიტები.
ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი უკრაინასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.