აქტუალური
უგულავას დაკითხვა საფინანსო პოლიციაში ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც „თავისუფალ ზონასა“ და „ახალგაზრდულ ცენტრს“ შორის შეტაკებაში გადაიზარდა! „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთის გვერდში დგომის ახალი მასტერკლასი

1gigis-dakiTxva-aqt-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიგი უგულავას დაკითხვა 7 საათს გაგრძელდა. ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა „სითი პარკსა“ და მერიას შორის წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.

თავად დედაქალაქის ყოფილი მერი მის დაკითხვას წინასაარჩევნო აქტივობას უკავშირებს და ამ მოტივით ახალი ბრალის წარდგენას არ გამორიცხავს.

უგულავას დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საგამოძებო უწყებასთან ერთმანეთს ყოფილი მერის მომხრეები - მერიის თანამშრომლები, გამგებლები, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატთა ნაწილი, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები და მოწინააღმდეგეები, კონკრეტულად კი "ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციის კორდონი ჩადგა.

„ეს არის პოლიტიკური დევნა“, - ერთსულოვნად აფასებენ აღნიშნულ ფაქტს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.