პუბლიკაციები
რომან ფინი: ”მთავრობა უმოქმედოა! ყოვლად გაუგებარია - მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება მისი განადგურების მიზნით, მთავრობამ ამის შესახებ იცის და საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად არანაირ ღონეს არ ხმარობს. შეიძლება ასეთი მთავრობის ნდობა?”

1roma-obS-1საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ მიმართვას საქართველოს ხალხისადმი (ნაწილი 3 – “არა - მონობას და დაღუპვას! ჩვენ ვერ მოგვატყუებთ, ჩვენ ვერ გაგვტეხთ!”), რომლითაც 2014 წლის 29 მარტს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, საბჭოთა დროის დისიდენტმა და პოლიტპატიმარმა, მეცნიერმა და მწერალმა, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემსწავლელი კანადის ინსტიტუტის დამაარსებელმა და დირექტორმა (1981-2005), საქართველოს მწერალთა კავშირის და მწერალთა სხვა საერთაშორისო კავშირების წევრმა, ნობელის ლიტერატურის პრემიის და მშვიდობის პრემიის ნომინანტმა რომან ფინმა კანადიდან მოგვმართა.

“გავიგონოთ საქართველოს სახალხო სულის ხმა, ვიგრძნოთ მისი ნაწამები გული. ის იტანჯება, ის იღუპება. დავეხმაროთ მას. დავიცვათ, შევინარჩუნოთ ჩვენი საქართველო ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის!

ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სამშობლოს წინაშე, პასუხისმგებლობა ზეცის, უფლის, სულიერი სამყაროს წინაშეც. ჩვენ - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია მას ვუღალატოთ, მისი წილხვედრი მიწა წასაბილწად დავთმოთ. დაე, თითოეული სიმართლის, სიყვარულის და თავისუფლებისთვის მებრძოლი, ქრისტეს მეომარი გახდეს!

მთავრობა, არსებითად, უმოქმედოა. პარადოქსულია, ალოგიკურია, სრულიად გაუგებარია: მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება მისი განადგურების მიზნით, მან ამის შესახებ იცის (!!!) და საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად არანაირ ღონეს არ ხმარობს (!!!).

ცნობილია ადგილები, სადაც ბოევიკებად რეკრუტირებული სპორტსმენები ვარჯიშობენ სპორტულ დარბაზებში ვაკეში, გლდანში და მოსკოვის გამზირზე, ცნობილია ორგანიზატორთა სახელები, და ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ “დღეს არ არსებობს უწყება, რომელიც განზრახვებისა და იდეების გამო დაპატიმრებებს დაიწყებს”. მაგრამ თუ ეს განზრახვები და იდეები დანაშაულებრივია, და აშკარად ცნობილია, რომ ეს ასეა, თავად მინისტრი ამბობს, რომ “ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა”, მაშინ რატომ არ იღებს მთავრობა შესაბამის ზომებს, და უსაფრთხოებასა და წესრიგზე პასუხისმგებელი მინისტრი საშინელი საფრთხის, მოსალოდნელი ძალადობის პირისპირ რაღაც უცნაურს ამბობს: “დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები თვითონ მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას ან ნებისმიერ ჩვენგანს”.

რომელ ცნობიერებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი რწმენა? ისინი ხომ სწორედ იმისთვის მოდიან, რომ ქვეყანა დაიპყრონ და მთელი ჩვენი სიკეთე მიიტაცონ! უნდა ვიმოქმედოთ ახლა, დაუყოვნებლივ, და არა როდესაც ისინი დაიწყებენ, მაშინ უკვე გვიან იქნება. განა ამ მინისტრის მოვალეობა სწორედ დანაშაულის აღკვეთა არ არის?!!! ის ხომ მთელ მთავრობასთან ერთად პირველი იქნება, ვისაც დაამხობენ. და მან ყველაფერი იცის, გვეუბნება კიდეც, რომ ქვეყანაში უკვე იმყოფებიან ინსტრუქტორები უკრაინიდან, გადატრიალების სპეციალისტები, ისინი სპეციალურ ჯგუფებს წვრთნიან, და ეს საშინელება უკვე ჩვენს მიწაზეა. შეიძლება ასეთი მთავრობის ნდობა? ეს - ნონსენსი არ არის, ეს მიხვედრის უნარის დარღვევაა, მორალური კრახია! მაგრამ რა დგას ამის უკან?

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, საქართველოს ერთგულო პარლამენტის წევრებო, თქვენ მოგმართავთ: შეასრულეთ ხალხის წინაშე თქვენი მოვალეობა - დაიცვათ ის უზურპატორთა ცბიერი ჩანაფიქრებისგან, დაუყოვნებლივ მიიღეთ გადამჭრელი ზომები მზადებადი დანაშაულის აღკვეთისთვის, უკანონო ფორმირებების განიარაღების და დაშლისთვის, გადატრიალების ორგანიზატორთა დაუყოვნებლივ დაპატიმრების და გასამართლებისთვის. გამოაქვეყნეთ მათი გეგმები, მოუწოდეთ მოსახლეობას, დადგეს, როგორც ერთი და მზად იყოს, არ დაუშვას დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება.

გეშინოდეთ, შეთქმულებო, ვერაგო დამპყრობლებო, ბოროტმოქმედებო! აი, ჩვენ აღვდექით ჩვენი თავისუფლების, სამშობლოს, ჩვენი საქართველოს დასაცავად. თქვენ ვერ მოხვალთ. თქვენი ბოევიკები ჩვენს სახალხო მასაში გაიგუდებიან. თქვენ კი ხალხის მრისხანება ჩვენი მიწის პირისაგან აღგგვით. განიარაღდით და დაიშალეთ, სანამ გვიან არ არის, შურისგება დამანგრეველი იქნება. საქართველო თავის დასაცავად აღდგა. ამაყი, წმინდა ხალხი.

ჩვენთან არს ღმერთი, ღვთისმშობელი. ჩვენ გავიმარჯვებთ!”