პუბლიკაციები
რომან ფინი: “ეს მხეცები სრულ არაადამიანობას გამოავლენენ, მკვლელობაზე წავლენ. უნდა შეიქმნას თავდაცვის რაზმები იმ 90%-ის დასაცავად, ვინც ნაძირალების წინააღმდეგი არიან! ამის გაკეთება საჭიროა მანამ, სანამ ისინი გამოვლენ, და არა შემდეგ, როცა უკვე გვიან იქნება.

1romanfin-pol-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ მიმართვას საქართველოს ხალხისადმი (ნაწილი 2 – “NO PASARAN! ფაშისტები ვერ მოვლენ! არა - სააკაშვილს!”), რომლითაც 2014 წლის 29 მარტს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, საბჭოთა დროის დისიდენტმა და პოლიტპატიმარმა, მეცნიერმა და მწერალმა, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემსწავლელი კანადის ინსტიტუტის დამაარსებელმა და დირექტორმა (1981-2005), საქართველოს მწერალთა კავშირის და მწერალთა სხვა საერთაშორისო კავშირების წევრმა, ნობელის ლიტერატურის პრემიის და მშვიდობის პრემიის ნომინანტმა რომან ფინმა კანადიდან მოგვმართა.

“მთელი ხალხი უნდა აღდგეს, რათა საკუთარი თავი და თავისი ქვეყანა დაიცვას, ის 90%-ზე მეტი, რომლებიც ნაძირალების წინააღმდეგი არიან! ამის გაკეთება საჭიროა მანამდე, სანამ ისინი გამოვლენ, და არა შემდეგ, როცა უკვე გვიან იქნება. ქუჩები უნდა ჩაიხერგოს, რათა მათ ფიზიკურად ვერ შეძლონ გავლა. ახლა, როცა ვიცით, ვინ არიან ისინი და რაზე არიან წამსვლელები, როგორ აპირებენ მოქმედებას, არსებითად, მოქმედება უკვე დაიწყეს, მოამზადეს და გაწვრთნეს რა შეიარაღებული რაზმები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ წუთს დაიწყონ თავისი სისხლიანი უკანონო საქმე, ჩვენ მათ საკუთარი ნება უნდა დავუპირისპიროთ და გზა გადავუღობოთ, რათა ვერც კი გამოვიდნენ, შეეშინდეთ. ეს - არ არის არჩევნების გზა, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ რიგში საარჩევნო უბნებზე, რათა საქართველოს მტრების წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ახლა სხვა ვითარებაა - აქ ჩვენზე საშინელი ძალა მოიწევს, მასთან დაპირისპირება მხოლოდ შემხვედრი ძალით შეიძლება.

არავითარი ილუზიები და ეჭვები, რომ, იქნებ, ჩაიაროს, იქნებ არც ასეთი მხეცები არიან, ადამიანურობას გამოიჩენენ, ადამიანების დაღუპვაზე არ წავლენ, ხალხს არ ესვრიან. არა. არ ჩაივლის. ისინი მხეცები არიან, სრულ არაადამიანობას გამოავლენენ, მკვლელობაზე წავლენ, ისვრიან. დასავლეთი კი მხარს დაუჭერს, ამისთვის ფულს მისცემს და გაამართლებს, ქართველი ხალხის საყოველთაო ნების საწინააღმდეგოდ.

აუცილებელია სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ დავდგეთ სამშობლოს დასაცავად, მოვემზადოთ, რომ მტერს სრულ მზადყოფნაში დავხვდეთ. აუცილებელია თავდაცვის რაზმების შექმნა. აუცილებელია ხალხს გავაგებინოთ, თითოეულის გულსა და გონებას მივმართოთ, სახალხო სულისკვეთება ავამაღლოთ, თითოეულის ცნობიერებამდე მივიტანოთ, რომ კატასტროფა ახლოვდება.

ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის გასაგებია, რომ ნაციონალები სააკაშვილის მეთაურობით საქართველოს და მასში თითოეული ადამიანის მტრები არიან, მაგრამ ახლა საჭიროა გაცნობიერება, რომ ისინი უპირობოდ და შეუჩერებლად მიიწევენ ხელისუფლებისკენ, და საქართველოს მათი გამარჯვების შემთხვევაში დიდი განსაცდელი მოელის. დაცვისათვის შეგნებული მზადყოფნის გარეშე ჩვენ დაუცველები ვართ. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ აქ მტერია, აქ სასიკვდილო საფრთხეა, რომ აქ ინტერვენციაა, ეშმაკეული ურდოების შემოსევა, და რომ თითოეულის ვალია სამშობლოს წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, თითოეული მოყვასის, მეზობლის, ქუჩაში გამვლელის წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, წინ აღვუდგეთ შეუბრალებელ მტერს, რომ როდესაც ის ზღურბლზეა, ჩვენს საზღვრებთან, აგერ არის, ჩვენ შორის, თავისი ბოროტმოქმედებისთვის გამზადებული - არავის აქვს მორალური უფლება, თავი აარიდოს, სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახები, საკუთარი ქვეყანა, და დავიცვათ აქტიურად, ვაჟკაცურად, ძლიერად, ამაყად, მზად ვიყოთ თავი გავწიროთ წმინდათაწმინდის - საქართველოსთვის, როგორც ჩვენი წინაპრები ეღობებოდნენ კედელივით ნებისმიერ დამპყრობელს. საკუთარ თავში ეს ძალა უნდა გავაღვიძოთ, სახალხო სინდისი უნდა გავაღვიძოთ. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენი თავისუფლების, ღირსების, პატივის დაცვას. სხვაგვარად კი - მონობა და დაღუპვა იქნება.”