პუბლიკაციები
რომან ფინი: “თავიანთი გეგმების მისაღწევად ეს გადაგვარებულები არაფერს მოერიდებიან! ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ ტერორს გააჩაღებენ. მეგობრული მხარდაჭერისთვის უკრაინელი ძმები-ფაშისტები მოვლენ. სამოქალაქო ომი დაიწყება, ბევრი ადამიანი დაიღუპება...”

1Fin-pol-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ მიმართვას საქართველოს ხალხისადმი (ნაწილი 1 – “საქართველო - სასიკვდილო საფრთხეშია”), რომლითაც 2014 წლის 29 მარტს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, საბჭოთა დროის დისიდენტმა და პოლიტპატიმარმა, მეცნიერმა და მწერალმა, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემსწავლელი კანადის ინსტიტუტის დამაარსებელმა და დირექტორმა (1981-2005), საქართველოს მწერალთა კავშირის და მწერალთა სხვა საერთაშორისო კავშირების წევრმა, ნობელის ლიტერატურის პრემიის და მშვიდობის პრემიის ნომინანტმა რომან ფინმა კანადიდან მოგვმართა.

“საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია. ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ბოლო არ მოუღო სააკაშვილის რეჟიმს, მძიმე დამნაშავეები თავისუფალი დატოვა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ამერიკისა და ევროპის მსოფლიო გლობალისტური ძალების მხარდაჭერით მათ რევანშისთვის, ხელისუფლების დაბრუნებისთვის მზადება დაიწყეს.

მათ დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით ამისი გაკეთების არანაირი შანსი არ ჰქონდათ და არ აქვთ, მათი რეალური რეიტინგი 7-9%-ია. საზოგადოებაში სწორედაც რომ არსებობდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მისწრაფება პარლამენტში მათი ნაციონალური პარტიის არაპროპორციულად უზარმაზარი 45%-ის თავიდან მოშორების მიზნით, არაფრით რომ არ შეესაბამება მის ჭეშმარიტ პოპულარობას, რომელიც მკვეთრად უარყოფითია, ხალხში მათ მიმართ საყოველთაო სიძულვილი და ზიზღი სუფევს. ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთი შესაძლებლობა - მისი შეიარაღებული გზით მიტაცებაა. დასავლეთი ღიად უჭერს მხარს სააკაშვილს, ამოცანად ისახავს ხელისუფლებაში მის დაბრუნებას. ფერადი რევოლუციების უკვე ისტორიული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ამისი გაკეთება სულაც არ არის ძნელი. ნაციონალები ღიად ლაპარაკობენ მომავალ ქართულ მაიდანზე.

არ უნდა შევცდეთ: მაიდანი - ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დაპყრობა შეიარაღებული ძალადობრივი გზით, ლეგიტიმური მთავრობის დამხობა, დიქტატურის დამყარება. უკვე მზად არის რამდენიმე ასეული (ასახელებენ ციფრ 500-ს, მალე მეტი იქნება) გაწვრთნილი, შეიარაღებული, გამოკვებილი ბოევიკი, მათთვის უკვე შეისყიდეს სპეცაღჭურვილობა, ნიღბები და სხვა. პლუს ათასობით ანაზღაურებადი “წარმომადგენელი ქართველი ხალხისა”, რომელსაც “მასობრივად სწყურია საყვარელი დემოკრატის დაბრუნება”. ისინი ასფალტს ათხრიან, ბარიკადებს აღმართავენ, პოლიციელებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს დაუშენენ, სამთავრობო შენობებს დაიკავებენ, საბურავებს დაწვავენ, ხანძრებს მოაწყობენ, მოწინააღმდეგეებს სცემენ, მაღაზიებს დაარბევენ, მანქანებს გადააბრუნებენ, ხალხს სნაიპერულად ესვრიან და ამ სროლას მთავრობას მიაწერენ.

მეგობრული მხარდაჭერისთვის მოვლენ უკრაინელი ძმები-ფაშისტები. სამოქალაქო ომი დაიწყება, ბევრი ადამიანი დაიღუპება. შეხედეთ თქვენს ინტერნეტს, ნახეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი უკრაინაში. ნაციონალები მიტინგებს და პროვოკაციებს აწყობენ, ისინი მცირერიცხოვანნი და არაწარმომადგენლობითები არიან, მაგრამ კარგად ანაზღაურებული პიარი მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს ქმნის, რომ ხალხი დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და სააკაშვილის დაბრუნება უნდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს კატასტროფაა. გვახსოვს, როგორ ზეიმობდა ხალხი არჩევნებზე მათი დამარცხების შემდეგ. მაგრამ ისინი დარჩნენ,  ქვეყნის ნგრევისა და ძარცვისთვის, მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანისა და ადამიანურობის წინაშე, სამხედრო დანაშაულებისთვის სამართლიანი შურისგებისგან ისინი დასავლეთმა იხსნა, რომელმაც უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინა მთავრობაზე.

როგორც დასავლეთი, ისე სააკაშვილის გუნდი და მათი მაჩანჩალები, ხარბები, უსინდისოები, რომლებსაც არაფერი აქვთ წმინდა, ხელისუფლებას გამდიდრებისთვის იყენებენ, ნებისმიერ დანაშაულზე არიან წამსვლელი - ერთნიც და მეორენიც სრულიად უმოწყალონი არიან საქართველოს მიმართ. თავიანთი გეგმების მისაღწევად ეს გადაგვარებულები არაფერს მოერიდებიან! ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ ტერორს გააჩაღებენ. საქართველოზე წყვდიადი ჩამოწვება, რომლისგანაც, თითქოს, ქვეყანა 2012 წლის 1 ოქტომბერს გათავისუფლდა, როდესაც მათ გამზადებული ჰქონდათ სია 2000 საზოგადო და პოლიტიკურად აქტიური მოღვაწის დასაპატიმრებლად. დასავლეთი თვალს დახუჭავს, მათი მსხვერპლის დასაცავად კრინტსაც არ დაძრავს, უზურპატორებს შურისძიებაში და არასასურველ პირთა პოლიტიკურ დევნაში არ დაადანაშაულებს.

ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! აუცილებელია საკუთარი “ვარდების რევოლუციიდან” და უკრაინაში ამჟამინდელი შეიარაღებული გადატრიალებიდან გაკვეთილის გამოტანა.”