საზოგადოება
ვეტერან ნოდარ ცოტნიაშვილის განცხადებით, გულსატკენია, როდესაც ვეტერანებს კორუმპირებულებს უწოდებს, რადგან მათი „დანაშაული“ მხოლოდ ის არის, რომ ისინი საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, რაც თურმე სუკის აგენტობის ტოლფასია.
ნოდარ ცოტნიაშვილი კახა ბაიდურაშვილს მოუწოდებს, ვეტერანებს შეხვდეს და მოუსმინოს.
„ ეგებ, ამ ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა კორუმპირებული,“ - აღნიშნა ცოტნიაშვილმა.
ვეტერანები აცხადებენ, რომ კახა ბაინდურაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,პენსიონერებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ ღირსების აღსადგენად სასამართლოს მიმართონ.
ამდენად, კახა ბაინდურაშვილს 2 არჩევანი აქვს: ან ბოდიშის მოხდა, ან სასამართლოში ჩვენების მიცემა.