სამართალი
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. „საქართველოს რეგიონებში 2014 წლის 10 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალწარმოება იმავე დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო.
პიროვნებების იდენტიფიცირების შემდეგ სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს:- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაკავებულია: 1975 წელს დაბადებული კობა კ:, 1991 წელს დაბადებული გურამ ლ., 1994 წელს დაბადებული მანუჩარ მ.
- კახეთის რეგიონში დაკავებულია 1989 წელს დაბადებული არჩილ ბ., 1986 წელს დაბადებული ლევან კ.
- აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაკავებულია 1985 წელს დაბადებული მერაბ ღ. და 1990 წელს დაბადებული ვახტანგ მ.“, - ნათქვამის შსს-ს განცხადებაში.