პუბლიკაციები
“თბილმაიდანი - აშშ-ის პროექტი, რომელიც მოფიქრებული და ორგანიზებულია აშშ-ის სპეცსამსახურების - ცსს-ს, გფბ-ს, სამხედრო დაზვერვის და სახელმწიფო დეპარტამენტის, აგრეთვე ქართველი მოღალატეების მონაწილეობით” - რომან ფინმა არნო ხიდირბეგიშვილს წერილი მისწერა

1roman-pol-1საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, ბზობას, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, საბჭოთა დროის დისიდენტმა და პოლიტპატიმარმა, მეცნიერმა და მწერალმა, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემსწავლელი კანადის ინსტიტუტის დამაარსებელმა და დირექტორმა (1981-2005), საქართველოს მწერალთა კავშირის და მწერალთა სხვა საერთაშორისო კავშირების წევრმა, ნობელის ლიტერატურის პრემიის და მშვიდობის პრემიის ნომინანტმა რომან ფინმა კანადიდან წერილი გამოუგზავნა საქინფორმის მთავარ რედაქტორს, რომელშიც ეხმაურება არნო ხიდირბეგიშვილის სტატიას “ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება - ვინ არის სააკაშვილის მთავარი საყრდენი საქართველოში, ანუ რატომ გადაიყვანენ ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრად” - საქინფორმის ორი პროგნოზი, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გამართლდა” და რომელსაც საქინფორმი უცვლელად აქვეყნებს:

პატივცემულო არნო,

დიახ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. თქვენ ამბობთ, რომ ამის შესახებ “აბსოლუტურად პატიოსნად და გაბედლად განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიკაიძემ”. მინდა აღნივშნო, რომ მინისტრის პატიოსნება და გაბედულება შეზღუდულია ევროამერიკული “ღობით”, რომლის იქით გადასვლა ნებადართული არ არის, ისინი იქ ყველანი ამერიკული ხუფის ქვეშ არიან. ისინი, ვისაც თქვენ სწორად უწოდებთ მოღალატეებს, უბრალოდ უცხომიწელთა ინტერესებს ემსახურებიან, ისინი ირდაპრი პროამერიკელები არიან. ალასანია ამერიკის ჯაშუშია, ლენგლიში ცსს-ს სადაზვერვო ოპერაციების სკოლა დაამთავრა, პრეზიდენტ ობამასთან ისაუზმა, აქტიური ამერიკელი მოთამაშეა, რესპუბლიკელები, სხვები. ამერიკული ინტერესია - სააკაშვილი ხელისუფლებაში დააბრუნონ. პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორის გამოსვლებს შიდასამთავრობო გარჩევები განსაზღვრავს, არა იმდენად სააკაშვილის წინააღმდეგ, რამდენადაც ხელისუფლებაში მათი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. მათ მართლაც რომ აინტერესებდეთ საქართველო, მთელი ეს შეთქმულება, რომლის გახსნაც კი არ არის საჭირო, ის გაცხადებულია, აშკარად ჩანს - დაუყოვნებლით აღკვეთილი იქნებოდა, ზონდერრაზმებს განაიარაღეყდნენ და დაშლიდნენ, არავითარი საბურავები, ნიღბები, უკრაინელ სპეციალისტებს, სტანისოლავ ფკედორჩუკს და სხვებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, ორგანიზატორები კი უკვე გისლსებს მიღმა ისხდებოდნენ. აი სად არის საჭირო პატიოსნება და გაბედულება. მაგრამ ისინი არ არის, გადატრიალებისკენ გზა თავისუფალი რჩება. მთავრობა სერიოზულს არაფერს აკეთებს> უცნაურობებს ლაპარაკობენ, რაღაც მკაცრ ზომებს გვპირდებიან, რომლებსაც ვერ შეასრულებენ. იმიტომ რომ მათ დაამხობენ. მოქმედება ახლაა საჭირო, მერე, როცა ბანდიტები გამოვლენ, გვიან იქნება.

სახასიათოა, რომ გამოიკვეთა ხელისუფლებაში ერთმანეთისადმი მტრული პარტიები. მოღალატეებმა მყისვე დაიწყეს ისრების გადატანა შეთქმულებაში ამერიკის მონაწილეობიდან  მითიურ რუსულ “მეხუთე კოლონაზე”. მაგრამ სწორედ ისინი არიან ნამდვილი მეხუთე კოლონა, რომელსაც ამერიკა, სახელმწიფო დეპარტამენტი, კიდევ ვიღაც აყალიბებს და ზრდის ქვეყნებში, სადაც გადატრიალებებს ამზადებენ. ყველა ფერადი რევოლუცია, ბელგრადი-200, არაბული გაზაფხული, რომელიც არაბულ ზამთრად გადაიქცა, ვარდების რევოლუცია თბილისში-2003, რომელიც შავ ჭირად შემოუბრუნდათ, ყველგან მოღალატეები მოქმედებდნენ. მაგრამ ისინი გექმნეს, მათ ძალაუფლება მისცეს, მათ მსოფლიო მხარდაჭერა მოუწყვეს.

მთავრობის ეს უმოქმედობა მაღელვებს, იქ, კულმებს მიღმა რაღაც საშინელი ხდება. ხომ არ აღმოჩნდებიან მოღალატეები ეს პატიოსნები და გაბედულებიც, თუ მათ უბრალოდ უკან გასწევენ. სიმართლე გითხრათ, მათ არ ვენდობი. გამორიცხული არ არის, რომ ესენიც და ისინიც საიდუმლო მოლაპარაკებას მართავენ სააკაშვილთან, ამერიკელები კი თავისას ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ, აქ ამერიკის ელჩი მბრძანებლობს. სააკაშვილი მძლავრად მოიწევს. გაიხსენეთ, როგორ იქნა პარალიზებული შევარდნაძის ხელისუფლება, მას თითქმის ყველამ უღალატა, თითქმის ყველა იყიდეს ან დააშინეს.

შეთქმულებმა სრულიად გარკვეულად გამოაცხადეს, რომ ისინი ქართულ მაიდანს განახორციელებენ, ანუ წავლენ, უკვე მიდიან უკრაინული სცენარით, რომელიც რამდენიც უნდა მალონ და იცრუონ, წმინდა ამერიკული იარაღია, ორგანიზაცია და ხელმჯღვანელობა, რა თქმა უნდა, უკრაინელთა ხელებით, სისხლით და სიცოცხლით ხორციელდებოდა. ახლა - ქართველების სისხლით. ახლა მათ წვრთნიან. გულუბრყვილოები და ადვილად მიმნდობნი, ბევრი მათგანი დაიღუპება.

საქმის არსს ხსნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილი ლიხაჩოვი სტატიაში “აშშ-ს მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია” (http://izvestia.ru/news/568706 2014 წლის 7 აპრილი).

- თქვენი აზრით, მაინც რა მოხდა უკრაინაში - “ნარინხისფერი რევოლუცია” თუ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ ევროპაში?

- ევრომაიდანი, უეჭველად, აშშ-ის პროექტია, რომელიც მოფიქრებული და ორგანიზებულია აშშ-ის სპეცსამსახურების - ცსს-ს, გფბ-ს, სამხედრო დაზვერვის და სახელმწიფო დეპარტამენტის მოანწილეობით. ჩემი ინფორმაციით, ყველა ეს სტრუქტურა ცდილობდა რაღაც პროდუქციის გამოცზობას უკრაინის სახელმშიფოს აშკარად პრობლემურ მოვლენებზე დაყრდნობით. მათ ძალიან კარგად გათვალეს ქვეყნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის წინააღმდეგობები, ენობრივი, ეთნიკური, დასაშვებად მიმაჩნია, რომ გენდერული წინააღმდეგობებიც კი. სწორედ ამ ტექნოლოგიებს იყენებდნენ ამერიკელები ბოლო დროს ,ნარინჯისფერი რევოლუციების” სერიაში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხელისუფლება შეერყიათ და ამორფული წარმონაქმნის მდგომარეობამდე მიეყვანათ, რათა, მედუზასავით, როგორც მოესურვებოდათ, ისე მოქცეოდნენ (ხაზგასმა ჩემია - რ.ფ.). ამ პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის წინააღმდეგობასთან დაკავშირებული პრობლემების ჯგუფი, აგრეთვე უთანხმოება სახელისუფლო სტრუქტურებს - რადას, მთავრობას, პრეზიდენტს - შიგნით.

- ეს წარმატებული პროექტია?

- არა, ეს პროექტი სრულიად წარუმატებელია, იმიტომ რომ მან დაარღვია ფუნლაენტური ფასეულობები ან, ასე ვთქვათ, ურყევი უფლებების ტრიადა: გაეროს წესდებაში ოფიციალურად დაფიქსირებული ხალხთა უფლებები, ეროვნული ეთნიკური ჯგუფების უფლებები, დაბოლოს, ადამიანის უფლებები. ანუ, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოსთვის ფუნდამენტური ფასეულობები.

შედეგად უკრაინაში გამოვიდა ის, რასაც დღეს ვხედავთ: ნგრევა, ეკონომიკური კრიზისი, დაბნეულობა პოლიტიკოსთა და მოსახლეობის თავებში, სიტუაციის დამახინჯებულად აღქმა ევროპული საზოგადოების მიერ, რომელიც თანდათან იწყებს მომხდარის გაცნობიერებას”.

ზუსტი აღწერაა იმისა, რაც საქართველოში ხდება. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ (და უკვე გააკეთეს - რ.ფ.), რომ ხელისუფლება შეერყიათ და ამორფული წარმონაქმნის მდგომარეობამდე მიეყვანათ, რათა, მედუზასავით, როგორც მოესურვებოდათ, ისე მოქცეოდნენ”, “დაბნეულობა პოლიტიკოსთა და მოსახლეობის თავებში, სიტუაციის დამახინჯებულად აღქმა ევროპული საზოგადოების მიერ”, რომელიც მოტყუებულია სააკაშვილის მძლავრი პიარკამპანიით და ამერიკული მხარდაჭერით და მართვით.

თბილმაიდანი - აშშ-ის პროექტი, რომელიც მოფიქრებული და ორგანიზებულია აშშ-ის სპეცსამსახურების - ცსს-ს, გფბ-ს, სამხედრო დაზვერვის და სახელმწიფო დეპარტამენტის, აგრეთვე ქართველი მოღალატეების მონაწილეობით

გთხოვთ, გამოაქვეყნოთ თანდართული “მიმართვა საქართველოს ხალხს”.

აღვნიშნავ, აგრეთვე, რომ სააკაშვილის მმართველობის ქვეშ საქართველოს ტრაგედია ასახულია ჩემს წიგნებში “ტანჯული საქართველო”, 2010, წერილები საქართველოდან”, 2011, “წერილები რუსეთში”, 2013, “გადარჩენილი საქართველო”, 2013, “საქართველო დამღუპველ უფსკრულში”, 2014.

საუკეთესო სურვილებით,
რომან ფინი