უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსებზე ამერიკული ნადირობის შესახებ იტყობინება

1MID-RF-zar-3საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო ხანს არსებითად გაიზარდა საფრთხე, აშშ-ის მოთხოვნით რუსები დააკავონ ან დააპატიმრონ.

ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაცია, რომელიც უსაფუძვლოდ უარყოფს ყირიმის რუსეთთან შეერთებას, რაც სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სამართალსა და გაეროს დებულებას, ცდილობს, მესამე ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეებზე ნადირობა აშშ-ში მათი შემდგომი ექსტრადიციისა და, როგორც წესი, საეჭვო ბრალდებებით გასამართლების მიზნით რუტინულ პრაქტიკად აქციოს“, -აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო დაბეჯითებით ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისაგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სთან დაკავებულთა ორმხრივი გადაცემის შეთანხმებაზე ხელი აქვთ მოწერილი (ასეთი სახელწიფოების ჩამონათვალი აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის საიტზეა განთავსებული).