აქტუალური
გიგი უგულავა: „ის შურისძიების მუხტი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, პირველ რიგში მათ წალეკავს“

1anaklia-akt-3საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 10 აპრილს, თბილისში, ბათუმში, წყალტუბოში, ანაკლიასა და თელავში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ გამართულ აქციებსა და დაპირისპირებას გიგი უგულავა შს სამინისტროს მიერ ორგანიზებულს უწოდებს.

ეს არის უკანასკნელი რესურსი ამ ხელისუფლებისა და ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ასეთი ჯგუფებით უპირისპირდება ოპოზიციას, ის ხედავს, რომ ხელისუფლება არის განწირული. გამოსავალი არის - ან ტყვია გვესროლეთ, ან ციხე, სხვანაირად ჩვენ არ გავჩერდებით, ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში გაჩერდა და ყველაფერი რაც ცუდი იყო, გაათკეცდა. დღევანდელიქართული ოცნებაყოველდღიურად თავისი ნაბიჯებით ემსგავსება სწორედ იმ ბნელ მხარეს, რომელიც ჩვენ ერთად უნდა დაგვევიწყებინა. ის შურისძიების მუხტი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, წალეკავს პირველ რიგში მათ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქინფორმის მკითხველს შეახსენებთ, რომ გუშინ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს 5 ქალაქში ხელისუფლების ინფრასტრუქტურულ პოლიტიკას და შეჩერებულ პროექტებს აპროტესტებდა, რასაც ხმაური მოჰყვა. თელავში „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს კვერცხებიც დაუშინეს.

მდგომარეობა განსაკუთრებით სამეგრელოში დაიძაბა, სადაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.