აქტუალური
სენატორი კრის მერფი: „ნატომ საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს“

1Murphy-akt-2საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ნატომ საქართველოს ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა კრის მერფიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამო კონფრონტაციის საფრთხემ წარსულში შესაძლოა ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების დაყოფა გამოიწვია, ახლა ეს უკვე მკაფიო მესიჯს გააგზავნის პრეზიდენტ პუტინთან, რომ ის არათუ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს მუქარისა და დაშანტაჟების გზით, არამედ მისი ქმედებები კონტრპროდუქტიული იქნება”, – განაცხადა კრის მერფიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის მუქარამ მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.

“რუსეთის მცდელობამ ყირიმის უკანონო ანექსიაზე და მისმა მუქარებმა უკრაინის, მოლდოვასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა. დროა, გავაძლიეროთ ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დავარწმუნოთ ევროპელი მოკავშირეები, რომ რეგიონის უსაფრთხოება აშშ-ის მთავარ პრიორიტეტად რჩება”, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.