აქტუალური
„რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ციდან, მიწიდან, ზღვიდან, დაბომბა ჩვენი ქალაქები, ბულდოზერით გადაუარა ქართულ სოფლებს, მოაწყო ეთნიკური წმენდა. დღესაც იგივე გრძელდება ქვეყნის ბორდერიზაციით. ვიცი, თქვენი ნაწილი ახლა ფიქრობს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა არ დაუტოვა არჩევანი?! ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რუსულ პროვოკაციებს უპასუხებ თუ თავს შეიკავებ, დღეს უკვე ფაქტია, რომ მსგავს შედეგებს იღებ. რუსეთი მოდის. რუსეთი იპყრობს... ეს არის პუტინის გზა... ბატონი პუტინი სისტემატურად ასრულებს თავის მიზანს - შექმნას ალტერნატიული, იმპერიული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება ძალას და ძალადობას. მისი ამბიციები ნათელია - აფართოებს იმპერიას... ადგენს საერთაშორისო თამაშის ახალ წესებს, ქმნის ალტერნატიულ, საკუთარ საერთაშორისო სამართალს...
არის თუ არა ადგილი იმ სახელმწიფოსათვის ჩვენ გვერდით, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა მუხლს? თუ პასუხი ამ კითხვებზე ცალსახაა, მაშინ დღეს ამ დარბაზში კენჭისყრა უნდა იყოს ერთსულოვანი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.