საზოგადოება
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”: „ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა“

1ocneba-saz-3საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადებას, რომელიც გუშინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს ეხება, საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

"პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოემიჯნება 10 აპრილს განვითარებულ მოვლენებს.

დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.

ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა", - აღნიშნულია განცხადებაში.