საზოგადოება
“ნაციონალური მოძრაობა”: „დაპირისპირებები ხელისუფლების ორგანიზებულია“

1nacebi-saz2საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა” პარტიის წარმომადგენლებთან რეგიონებში მომხდარი დაპირისპირებების მოწყობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

2014 წლის 10 აპრილსნაციონალურ მოძრაობას” დაგეგმილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის ორგანიზება, სახელწოდებით გაჩერებული საქართველო.

პრაქტიკულად ყველა რეგიონში, სადაც უნდა გამართულიყო გაჩერებული და მიტოვებული პროექტების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის, ხელისუფლებამ მოახდინა ათობით და რიგ შემთხვევებში ასობით პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომელთაც მისცეს საშუალება ჩვენს წარმომადგენლებს, განეხორციელებინათ დაგეგმილი ღონისძიება.

ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თელავში პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა გასაუბრებოდა ჟურნალისტებს, ანაკლიაში, სადაც თენგიზ გუნავას მიუვარდა 200–მდექართული ოცნების” აქტივისტი და არ მისცა საშუალება მედიასთან ესაუბრა ანაკლიის პორტისა და ფოთის აეროპორტის შეჩერებული პროექტების შესახებ, წყალტუბოში, სადაც ასევე პარლამენტის წევრს გია თევდორაძეს ხელისუფლებამ დაახვედრა 4 ავტობუსი, სავსეოცნების” აქტივისტებით.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უხეში გზით ხელი შეეშალა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ აქციის ორგანიზებისთვის, რომლის სახელწოდებაცაა „გაჩერებული საქართველო“ – არის ირიბი აღიარება იმისა, რომ ქვეყანა დღეს ნამდვილად გაჩერებულია და მოკლებულია წინსვლის ყოველგვარ პერსპექტივას “, - ნათქვამია განცხადებაში.