ნიკოლოზ მჟავანაძე: „ირაკლი ალასანია უნდა გადადგეს“
საქართველო, 11 აპრილი,
საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანება" პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის გადაყენებისკენ მოუწოდებს. როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე
ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, სამწუხარო რეალობაა ის, რაც ქართულ ჯარში ხდება.
„ირაკლი ალასანია ბოლო პერიოდში საერთოდ თავს გავიდა. ხელშეუხებელი არავინ არ არის, ჩვენი მოთხოვნაა რომ ის უნდა გადადგეს და მისი უწყების საქმიანობა უნდა შეისწავლოს პროკურატურამ. დღეს ეს ადამიანი ჩვენ გვესაუბრება გონორით, რომ მან რაღაც გააკეთა თავდაცვის უწყებაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს იმაზე კი არ ვსაუბრობთ რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი და მან ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს, არამედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯარში ბიჭები უხარისხო საკვებისგან არ დაგვეხოცოს", - აცხადებს მჟავანაძე.