პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა

1Council-of-Europe-pol-1საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს ხმის მიცემის უფლება წლის ბოლომდე ჩამოართვა. რეზოლუციას ასამბლეის 92-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 74 კი წინააღმდეგი  აღმოჩნდა.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთს ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობაც ეკრძალება.

„იმისათვის, რომ გამოვხატოთ რუსეთის ფედერაციის ქმედებების შეფასება, რომლებიც მან ყირიმში განახირციელა, ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, 2014 წლის ბოლომდე რუსეთს ჩამოერთვას ხმის მიცემის უფლება, ასამბლეის ბიუროში წარმომადგენლობის უფლება, საპრეზიდენტო და მუდმივ კომიტეტებში მონაწილეობის მიღება და სადამკვირვებლო ოპერაციებში მონაწილეობა“, - ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.