სამართალი
ლევან ბერძენიშვილი: „დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ჩანს მხოლოდ თავდამსხმელი რუსეთის პრეზიდენტი“

1levan-berdzenishviliსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამ დღეებში რუსეთი ცხინვალში ჩაატარებს ე.წ რეფერენდუმს და მას მიიერთებს ჩრდილოეთ ოსეთთან. რა რეაგირება ექნება ამაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროპა, ნატო მათ არ აინტერესებთ, ისინი ამას მუდმივად იმეორებენ. რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერება არის ასამბლეის ღირსების საკითხი. ამ დღეებში ჩატარდება . რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში და რუსეთი ცხინვალს ჩრდილოეთ ოსეთთან მიიერთებს, ჩვენ კი რა უნდა გავაკეთოთ, პასუხი მარტივია, მივცეთ მათ ძლიერი სიგნალი, ამიტომ მოგიწოდებთ, არ გაერთიანდეთ აგრესორთან და დადგენილებას მხარი დაუჭიროთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამჟამად მსოფლიოში  პოლიტიკის განმსაზღვრელად მხოლოდ რუსეთის ლიდერი ჩანს.

მსოფლიოში ახლა ჩნდება ნოსტალგია ისტორიულ მსოფლიო ლიდერებზე, რადგან დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ჩანს მხოლოდ თავდამსხმელი რუსეთის პრეზიდენტი და მას აქვს დიდი მხარდაჭერა თავის ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ასამბლეის სხდომას რუსეთის წარმომადგენლები არ ესწრებიან.